სოფიო სომხიშვილი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, აბუ დაბის გრანდ სლემი, გრანდ სლემი
Aa
Aa

აბუ დაბის გრანდ სლემი - სომხიშვილი ვიცე-ჩემპიონია

აბუ-დაბიში ძიუდოისტთა გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციამ მორიგი მედალი მოიპოვა.

გოგონებში, +78 კგ. წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა კარიერის განმავლობაში პირველად იჭიდავა სლემის ფინალი, თუმცა სამწუხაროდ ქართველი ძიუდოისტი ჩინელ ქსინ სუსთან დამარცხდა. ჩვენმა მეტოქემ სოფოს გდებით ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი შებოჭა და საბოლოოდ სუფთა მოგება ჩაიწერა. შესაბამისად, სომხიშვილმა ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა გრანდ სლემზე 4 მედლის მოპოვება შეძლო: 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ტურნირის გამარჯვებულები ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ.) და გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედალი სოფიო სომხიშვილმა აიღო, ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა დაისაკუთრა (57 კგ.)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 ვერცხლის მედალი - ნათია გადელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია
3 ვერცხლის მედალი - ნათია გადელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია