გოგა ბითაძე
Aa
Aa

გოგას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს - ბითაძე შეზღუდული თავისუფალი აგენტი გახდება

19 ოქტომბერს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი იწყება. გუშინ, კლუბებს ბოლო დღე ჰქონდათ, რათა 2019 წლის დრაფტზე არჩეული კალათბურთელებისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება შეეთავაზებინათ და ერთ-ერთი მათგანი გოგა ბითაძე გახლავთ.

„ინდიანა პეისერსმა“ ქართველ ცენტრს ახალი წინადადებით არ მიმართა და 2022-23 წლების სეზონის ბოლოს, გოგა შეზღუდული თავისუფალი აგენტი გახდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენებური „პეისერსს“ აუცილებლად დატოვებს. 2023-24 წლების სეზონის დაწყებამდე, ბითაძეს შეეძლება, მოლაპარაკებები ნებისმიერ კლუბთან აწარმოოს და მათ შეთავაზებასაც დათანხმდეს, მაგრამ თუ „ინდიანამ“ იგივე წინადადებით მიმართა, „პეისერსში“ დარჩენა მოუწევს.

„ინდიანა პეისერსს დრო ადგილობრივი დროით, 6 საათამდე ჰქონდა, რათა ახალგაზრდა ცენტრთან, გოგა ბითაძესთან გრძელვადიანი კონტრაქტი გაეფორმებინა. ბადი ჰილდთან მიმართებით კი ყველაფერი 12 საათამდე უნდა გადაწყვეტილიყო. საბოლოოდ, გუნდმა აირჩია, ხელშეკრულებები არ დაედო და ეს გასაკვირი არაა, რადგან ამ მომენტისთვის, კონტრაქტის გახანგრძლივებას არც ერთი მათგანი იმსახურებს და ინდიანას ნამდვილი მოტივაციაც არ ჰქონია, რომ რომელიმესთან კონტრაქტის გაფორმება დაეჩქარებინა“, - წერს ავტორიტეტული Sports Illustrated-ი.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს ახალი სეზონის პირველ მატჩში „ინდიანა პეისერსის“ მეტოქე „ვაშინგტონ უიზარდსი“ იქნება. შეხვედრა 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკა ჯუღელი: „ხვიჩას ბევრი ტოპ კლუბი აკვირდებოდა, ნაპოლი მისთვის იდეალური ადგილია“
მამუკა ჯუღელი: „ხვიჩას ბევრი ტოპ კლუბი აკვირდებოდა, ნაპოლი მისთვის იდეალური ადგილია“