ილია თოფურია, ბრაის მიტჩელი
Aa
Aa

თოფურია VS მიტჩელი არ გაიმართება? - „ილია ამბობს, რომ წონას ვერ დააფიქსირებს“

UFC-ის მებრძოლმა, ბრაის მიტჩელმა განაცხადა, რომ ილია თოფურიამ მასთან ჩხუბზე უარი განაცხადა. 28 წლის ამერიკელმა სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „ელ მატადორმა“ ოქტაგონზე გასვლაზე უარი წონასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თქვა.

„ჩემი ინფორმაციით, ილია თოფურიამ ბრძოლა არ მიიღო. ამ წუთისთვის ასეა და UFC სხვა მეტოქეს ეძებს. ზუსტად არ ვიცი. შეიძლება, რამდენიმე დღეში ილიამ აზრი შეიცვალოს და დათანხმდეს, მაგრამ ამ ეტაპზე, თოფურია ამბობს, რომ წონას ვერ დააფიქსირებს, რაც სრული სიგიჟეა, რადგან 29 ოქტომბერს, ჩემს ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე უნდა ეჩხუბა. როგორ ვერ აფიქსირებ წონას, როცა ბრძოლა 1 კვირით ადრე გქონდა ჩანიშნული და ზედმეტი 7 დღე გაქვს?“

გავრცელებული ინფორმაციით, თოფურია მზადაა, მსუბუქ წონით დივიზიონში იჩხუბოს, რაზეც მიტჩელი უარს აცხადებს. ეს უკანასკნელი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის და ამ ეტაპზე, ძალიან მცირე შანსია, დაუმარცხებელი მებრძოლების დაპირისპირება ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორს“ 30 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. ბრაზილიელმა ვეტერანმა ტრავმა მიიღო და ილია მეტოქის გარეშე დარჩა. თოფურიას კარიერაში 12 ბრძოლა აქვს გამართული და არც ერთხელ დამარცხებულა. მიტჩელს რაც შეეხება, მის ანგარიშზე 15 მოგება და 0 წაგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
OneFootball: კვარაცხელიათი მადრიდის ატლეტიკო ინტერესდება
OneFootball: კვარაცხელიათი მადრიდის ატლეტიკო ინტერესდება