skysports: "სიტიმ" "რეალთან" დანილოს ტრანსფერი შეათანხმა!
ბრიტანული skysport-ის უახლესი ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტიმ" მადრიდის "რეალთან" დანილოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
როგორც წამყვანი ბრიტანული გამოცემა წერს, მანჩესტერელები ბრაზილიელის ტრანსფერში პირველ ეტაპზე 30 მილიონ ევროს გადაიხდიან, ხოლო დამატებით 4 მილიონს ბონუსების სახით დაფარავენ.
დანილოს "ჩელსიში" ტრანსფერზეც აქტიურად იწერებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, დედაქალაქელებს "ქალაქელებმა" დაასწრეს.
პ.ს. რამდენიმე წუთის წინ, აღნიშნული ცნობა მადრიდულმა AS-მაც დაადასტურა.