ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა: „ჩავის მხარდაჭერას ვუცხადებთ, ჩვენი მიზანი ლა ლიგაა“

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კლუბის გეგმებზე ისაუბრა. „ბლაუგრანას“ პირველმა პირმა მთავარ მწვრთნელს, ჩავის მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, იგი კლუბს დიდ წარმატებას მოუტანს.

„ვინარჩუნებ ნდობას, რომელიც ჩავისა და ჩვენი ფეხბურთელების მიმართ მქონდა და ვფიქრობ, შეგვიძლია, ევროპულ გრანდებს კონკურენცია გავუწიოთ. ბაიერნთან გასულ სეზონში გამართულ შეხვედრასა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მატჩს შორის განსხვავება აშკარაა. ფეხბურთელები სისტემას უნდა შეეჩვიონ და ჩავიმ იცის, პროგრესისთვის საჭირო რა არის.

ჩემპიონთა ლიგაზე, წელსქვემოთ დაგვარტყეს, მაგრამ სამუშაოს შესრულება უნდა განვაგრძოთ და ლა ლიგაზე ვკონცენტრირდეთ. ჩავი შესანიშნავი ადამიანია. იგი მოუმატებს და ბევრ წარმატებას მოგვიტანს. მასთან ხშირად ვსაუბრობ და მას აქვს თვისება, რომლითაც ბევრი არ გამოირჩევა - ის ყველაფერში პოზიტივს ხედავს“.

ესპანური პრესის ინფორმაციით, დღეს, ლაპორტამ და ჩავიმ შეხვედრა გამართეს და „ბარსელონას“ ნომერ პირველი მიზანი ლა ლიგაში წარმატების მიღწევა გახდა. აქამდე, „ბლაუგრანას“ პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი იყო, თუმცა „ინტერთან“ განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატზე გადაერთვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოვსარ ევლოევი ბრძოლას ჩაეხსნა - თოფურიამ შესაძლოა ბრაის მიჩელთან იჩხუბოს
მოვსარ ევლოევი ბრძოლას ჩაეხსნა - თოფურიამ შესაძლოა ბრაის მიჩელთან იჩხუბოს