Aa
Aa

"ლაიფციგი" კეიტას არ ყიდის!

პრესაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ლაიფციგმა“ ნაბი კეიტას სანაცვლოდ შეთავაზებულ 75 მილიონ ევროზე უარი თქვა, კლუბის მფლობელმა დიტრიხ მატეშიცმა დაადასტურა და პრინციპულად აღნიშნა, რომ ამ ზაფხულს „ლაიფციგი“ ლიდერებს არ გაყიდის.

„გიდასტურებთ, რომ ნაბი კეიტას ტრანსფერში 75 მილიონ ევროს გვთავაზობდნენ. თუმცა ჩვენ მას კონტრაქტის ბოლომდე შევინარჩუნებთ.

ისეთი ფეხბურთელების გაყიდვით, როგორებიც კეიტა და ტიმო ვერნერი არიან ჩვენ ფანებს არ შეურაცხვყოფთ“. - განაცხადა მატეშიცმა.

22 წლის ნაბი კეიტამ ბუნდესლიგის გასულ სეზონში 8 გოლთან ერთად 7 საგოლე პასი ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები