ილია სულამანიძე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

ილია სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მე-6 დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყნის სახელით ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი -100 კგ. წონით კატეგორიაში ილია სულამანიძეს ჰქონდა, თუმცა ქართველი ფალავანი მესამე ადგილისთვის ბრზოლაში ნიდერლანდელ მაიკლ კორელთან ვაზაით დამარცხდა და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.

ფინალამდე, ქართველი ძიუდოისტი პირველ შეხვედრაში გერმანელ ჰერბსტს შეხვდა და ვაზარი-იპონით გაიმარჯვა, 1/8 ფინალში თურქი მერტ სისმანლარი ასევე ვაზარი-იპონით გამოთიშა ასპარეზობას, 1/4 ფინალში კი კანადელ კაილ რეიესთან იპონით დამარცხა და რეპეშაჟში გადაერთო. დამამშვიდებელ წრეში სულამანიძის მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა იყო, თუმცა ქართველმა ფალავანმა მეტოქე შებოჭა და საბოლოოდ, იპონით ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

-100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით კიდევ ერთი ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანიც ასპარეზობდა, თუმცა ჩვენი გუნდის კაპიტანი ასპარეზობას 1/8 ფინალში, მასპინძელ ტურობოიევთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის 3 მედალია: 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. მსოფლიო ჩემპიონი -81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა ბექაურმა (-90 კგ.) და ლუკა მაისურაძემ (-90 კგ.) დაისაკუთრეს.

ერთეულთა ჩათვლაში ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს სახელით ხვალ, 100+ კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი იასპარეზებს, მსოფლიო ჩემპიონატი კი 13 ოქტომბერს, გუნდური შეჯიბრით დასრულდება, სადაც საქართველოს ნაკრები საწყის შეხვედრაში საფრანგეთის ძიუდოისტთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქრო არაა, მაგრამ... - ბექაური გულშემატკივრებს მიმართავს
ოქრო არაა, მაგრამ... - ბექაური გულშემატკივრებს მიმართავს