ლაშა ბექაური, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

ოქრო არაა, მაგრამ... - ბექაური გულშემატკივრებს მიმართავს

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ასპარეზობის დასრულების შემდეგ, მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა.

რას წერს ბექაური:

ოქრო არაა მაგრამ იცოდეთ რომ მთელი სულით სისხლით და გულით თქვენთვისაა მიყვარხართ.

საგულისხმოა, რომ ორივე ძიუდოისტმა ნახევარფინალში შეძლო გასვლა, თუმცა ორივე მათგანი ფინალისთვის ბრძოლაში დამარცხდა. ლაშა ბექაურს უზბეკ მეტოქესთან მსაჯების გადაწყვეტილებით აკრძალული ილეთის გაკეთების მცდელობის გამო წაგება ჩაეთვალა, ლუკა მაისურაძე კი იტალიელ ოპონენტთან ბოლო წამებზე დამარცხდა.

ამ დრომდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი 3 მედიალია: 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს სახელით ოლიმპიური ჩემპიონი -81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენ სამშობლოს მეომრები ვართ!“ - გრიგალაშვილის ინტერვიუ EJU-სთან
„ჩვენ სამშობლოს მეომრები ვართ!“ - გრიგალაშვილის ინტერვიუ EJU-სთან