ევრო 2024, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე: „საქართველოსთან გამარჯვებას დიდი ძალისხმევა სჭირდება“

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან, შოტლანდიასთან, ნორვეგიასთან და კვიპროსთან ითამაშებს.

წილისყრის შესახებ ესპანურ მედიას ლუის ენრიკე ესაუბრა:

„საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ, მათ წინააღმდეგ წარმატებით თამაში ადვილი არაა, მათთან წარმატების მისაღწევად დიდი ძალისხმევის გაღება გვიწევდა, მათთან მოგებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ, რადგან მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევ ციკლში მათ წინააღმდეგ ორჯერ ვითამაშეთ.

ნორვეგიას მსოფლიო ფეხბურთის ბრწყინვალე ვარსკვლავი ჰყავს ერლინგ ჰოლანდის სახით. შოტლანდიის ნაკრები პროგრესს აჩვენებს, შედეგს აუმჯობესებს“.

ლუის ენრიკემ ერლინგ ჰოლანზე საუბარი ხუმრობით დაიწყო: „შესაძლოა, ნაკრებში არ გამოიძახონ ან არ ითამაშოს, ან დისკვალიფიცირებული იყოს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ტრავმირებული არ იქნება. ვხუმრობ, სასიამოვნო იქნება ჰოლანდის წინააღმდეგ თამაში, როგორც ნებისმიერი მოთამაშის წინააღმდეგ ასპარეზობა, რომელიც ამ დონეზე გამოდის“.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხე კალათაში იყო განთესილი, 53 ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდა.

შეგახსენებთ, ევროპის 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი მომავალი წლის 23 მარტს დაიწყება, 21 ნოემბერს დასრულდება. საკვალიფიკაციო ეტაპზე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს 20 ნაკრები მოიპოვებს. UEFA-ს ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში გასული 12 ნაკრებიდან 3 ნაკრები ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს. გერმანიის ნაკრებმა ევრო 2024-ის საგზური მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე მოიპოვა.

ევროშესარჩევის გარდა საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე მოხვედრას ერთა ლიგის გზით ეცდება. სანიოლის გუნდმა C დივიზიონში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, ფლეი-ოფის ნახევარფინალურ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ყაზახეთთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოსკარდელი: „კვარაცხელიამ გამაოცა, დიდებულად თამაშობს“
მოსკარდელი: „კვარაცხელიამ გამაოცა, დიდებულად თამაშობს“