კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: მადლობა სიტის გაკვეთილისთვის

ერიკ ტენ ჰაგმა პეპ გუარდიოლას მანჩესტერული დერბიში დამარცხების შემდეგ, მიღებული გაკვეთილისთვის მადლობა გადაუხადა.

„რთული დღე იყო. ჩვენ გავაანალიზებთ რა მოხდა. ეს იყო რეალობის შემოწმება, მისგან უნდა ვისწავლოთ და გზა გავაგრძელოთ.

წარუმატებლობები ხდება. ჩვენ დავამარცხეთ არსენალი, დავამარცხეთ ლივერპული და კვირას ცუდი დღე გვქონდა. სიტი უკეთესი იყო, ეს უნდა მივიღოთ, მაგრამ ჩვენს მიუღებელ თამაშს ვერ მივიღებთ.

მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენს ფილოსოფიასა და პრინციპებს დავიცავთ. რეალობის შემოწმება მანჩესტერ სიტისთან მატჩში მოხდა. ასე რომ, მადლობა პეპსა და ქალაქელებს გაკვეთილისთვის. არის რაღაცები, რისი გაკეთებაც ბევრად უკეთესად გვჭირდება“,

- განაცხადა ტენ ჰაგმა.

ტენ ჰაგმა რონალდუს ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა:

„რონალდუს მანჩესტერ სიტისთან არყოფნა მის მომავალთან და იანვარში შესაძლო წასვლასთან არაფერ შუაშია. მე ვერ ვხედავ, რომ ის უბედურია. ბედნიერია, კარგად ვარჯიშობს, სიამოვნებას იღებს.

არ გამიგია, რომ კრიშტიანუ უკმაყოფილოა. რა თქმა უნდა, მას უნდა თამაში და ბრაზდება, როცა არ თამაშობს.

მაგრამ უნდა გავიმეორო, იქნებ არ გსმენიათ - ის კარგად ვარჯიშობს, კარგი განწყობა აქვს, მოტივირებულია და მაქსიმუმს აკეთებს და სწორედ ამას ველით“,

- განაცხადა მანკუნიელთა მწვრთნელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდა სენსაცია“ – Fichajes.net-ის სტატია კვარაზე
„ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდა სენსაცია“ – Fichajes.net-ის სტატია კვარაზე