ლივერპული, ბაიერნი, დორტმუნდი, ჯუდ ბელინგემი, ჯამალ მუსიალა
Aa
Aa

თუ მუსიალა არა მაშინ ბელინგემი - ლივერპულის სატრანსფერო გეგმები

„ლივერპული“ მიმდინარე სეზონში ისეთი ძლიერი ვეღარ არის, როგორიც გასულ სეზონებში იყო. აქედან გამომდინარე, ინგლისური კლუბი გაძლიერებას გეგმავს, მაგრამ არა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

ბრიტანული გამოცემა Mirror ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ მერსისაიდული გრანდი 2023 წლის ზაფხულში ჯამალ მუსიალასთვის იბრძოლებს. „ბაიერნის“ ფეხბურთელი „ლივერპულის“ მთავარი პრიორიტეტი იქნება. მოგეხსენებათ, იურგენ კლოპს ძალიან უყვარს ახალგაზრდა ტალანტებთან მუშაობა.

აღნიშნული წყარო იმასაც წერს, რომ თუ მუსიალას ტრანსფერი არ გამოვა „ლივერპული“ ჯუდ ბელინგემზე გადაერთვება, თუმცა ამ შემთხვევაში მათ მადრიდის „რეალის“ სახით სერიოზული კონკურენტი ეყოლებათ.

მარკას ცნობით, ტონი კროოსი კარიერის დასრულებას მალე აპირებს და „ბლანკოსი“ მის შემცვლელად სწორედ ბელინგემს მოიაზრებს. ჯამალ მუსიალას „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აქვს და მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 80 მილიონი ევროა.

ბელინგემის ხელშეკრულება „დორტმუნდთან“ 2025 წელს იწურება და მისი სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს. ერთი რამ ნათელია - „ლივერპულს“ გუნდის გაძლიერებისთვის ბევრი ფულის დახარჯვა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერიკ ტენ ჰაგი: „რონალდუ მოტივირებულია და ყველაფერს აკეთებს, რასაც მისგან ველით“
ერიკ ტენ ჰაგი: „რონალდუ მოტივირებულია და ყველაფერს აკეთებს, რასაც მისგან ველით“