ბარსელონა, პსჟ, ლიონელ მესი
Aa
Aa

მომავალი ბუნდოვანია - მესი გადაწყვეტილებას 2023 წლის ზაფხულში მიიღებს

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლიონელ მესი კარიერულ მომავალზე გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ, 2023 წლის ზაფხულში მიიღებს.

რაც შეეხება მესის „ბარსელონაში“ დაბრუნების შესაძლებლობას, ფაბრიციო რომანოს ცნობით, კატალონიაში ამ საკითხს განიხილავენ, თუმცა ამავდროულად პსჟ ეცდება, რომ ფეხბურთელთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

არგენტინელის გარემოცვაზე დაყრდნობით ფაბრიციო რომანო წერს, რომ მესის რაიმე ტიპის გადაწყვეტილება არ მიუღია, ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელ გუნდში ვიხილავთ შემდეგ სეზონში.

მიმდინარე კვირაში Le Parisien-ი იუწყებოდა, რომ არგენტინელი ფრანგულ გრანდთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგი არაა. საქმე ისაა, რომ „პარკ დე პრენსზე“ გადასვლის პირველ დღეებთან შედარებით, იგი პარიზში ბევრად უკეთ გრძნობს თავს და მზადაა, კლუბს მოუსმინოს.

როგორც Marca წერს, „ბარსას“ დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება, რათა მესი დაბრუნებაში დაარწმუნონ. ლეო თვლის, რომ პრეზიდენტმა ლაპორტამ მას უღალატა, როცა ის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს იყო და ბოლო მომენტში ყველაფერი გაუქმდა.

ასევე, მესის არ მოსწონს, რომ „ბარსელონას“ ლიდერები მასზე მუდმივად საუბრობენ.

გარდა ამისა, თუ მესი „ბარსაში“ დაბრუნდა, ეს ავტომატურად გამოიწვევს კლუბში მომუშავე ზოგიერთი კადრის წასვლას, მათ შორის ფეხბურთელებისაც. მაგალითად, პიკეს, რომელმაც ლეოს შესახებ არც ისე კარგად ისაუბრა და ბოლო წლებია მათი ურთიერთობა გაფუჭებულია.

ლეოს მომავლის შესახებ ახალი ინფორმაციები მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გავრცელდება. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რა შედეგით დაასრულებს არგენტინა მუნდიალს. როგორც თავად მესიმ თქვა, თავის კარიერაზე ფიქრს იგი სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “აზარის სიტუაცია ნათელია, დიდი კონკურენციაა“
ანჩელოტი: “აზარის სიტუაცია ნათელია, დიდი კონკურენციაა“