ჰარი მაგუაიერი, ვან დერ ვაარტი
Aa
Aa

ვან დერ ვაარტი: “მაგუაიერი? ის ისევ მოყვარულთა დონის არის“

ჰარი მაგუაიერს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ინგლისელი ფეხბურთელის თამაში თითქმის არავის მოსწონს და მას შემდეგ, რაც „იუნაიტედში“ ერიკ ტენ ჰაგი დაინიშნა 29 წლის მცველმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

მაშინ, როდესაც „წითელმა ეშმაკებმა“ მაგუაიერში 80 მილიონი გადაიხადეს, ყველაზე მწვავედ ეს ფაქტი და თავად ფეხბურთელი რაფაელ ვან დერ ვაარტმა გააკრიტიკა.

„მას რაღაცის გაკეთება შეუძლია, მაგრამ თუ ის 80 მილიონი ღირს, მაშინ ვან დაიკის ღირებულება 300 მილიონი უნდა იყოს. ვფიქრობ, მაგუაიერი მოყვარულთა დონის ფეხბურთელია.“

- განაცხადა „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა

Mirror 39 წლის ყოფილ ფეხბურთელს ესაუბრა და ერთ-ერთი კითხვა, სწორედ „მანჩესტერის“ კაპიტანზე იყო. ჟურნალისტს აინტერესებდა, შეიცვალა, თუ არა რაფაელმა აზრი.

ვან დერ ვაარტი:

„ნახეთ ერთა ლიგაზე რა ქნა მან? მეგონა, რომ ის ცუდად იყო. ის ისევ მოყვარულთა დონის არის. 3 წლის წინ მე ჰარი გავაკრიტიკე და ხალხმა დამცინა. ახლა კი მაქვს განცდა, რომ ხალხმა ნათლად დაიჯერა მისი შესაძლებლობების შესახებ და თვლიან, რომ ის არც ისე კარგია.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცრემლები ვერ შეიკავა - იგუაინი გამოსამშვიდობებელი სიტყვის დროს ატირდა
ცრემლები ვერ შეიკავა - იგუაინი გამოსამშვიდობებელი სიტყვის დროს ატირდა