ლიონელ მესი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

MARCA: თვლის, რომ ლაპორტამ უღალატა - მესის ბარსაში დაბრუნება რთული იქნება

ბოლო დროს მესის „ბარსელონაში“ დაბრუნების შესახებ ბევრი დაიწერა. ლეოს მშობლიურ კლუბში დიდ დაბრუნებას ბევრი წყარო პროგნოზირებს, თუმცა სხვა მოსაზრება აქვს მადრიდულ Marca-ს, რომელიც ამ ამბავს ნაკლებად სავარაუდოს უწოდებს.

Marca-ს ცნობით, იმისთვის, რომ არგენტინელის კატალონიურ კლუბში გადასვლა შესაძლებელი იყოს, რამდენიმე პრობლემა უნდა მოგვარდეს.

ამჟამად მესის არ აქვს კონტაქტები „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან. ასევე არ არის მხარეებს შორის არანაირი ურთიერთობა. „ბლაუგრანადან“ ლეოსთვის ამ დრომდე არავის დაურეკავს.

როგორც Marca წერს, „ბარსას“ დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება, რათა მესი დაბრუნებაში დაარწმუნონ. ლეო თვლის, რომ პრეზიდენტმა ლაპორტამ მას უღალატა, როცა ის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს იყო და ბოლო მომენტში ყველაფერი გაუქმდა.

ასევე, მესის არ მოსწონს, რომ „ბარსელონას“ ლიდერები მასზე მუდმივად საუბრობენ.

გარდა ამისა, თუ მესი „ბარსაში“ დაბრუნდა, ეს ავტომატურად გამოიწვევს კლუბში მომუშავე ზოგიერთი კადრის წასვლას, მათ შორის ფეხბურთელებისაც. მაგალითად, პიკეს, რომელმაც ლეოს შესახებ არც ისე კარგად ისაუბრა და ბოლო წლებია მათი ურთიერთობა გაფუჭებულია.

ასევე აღსანიშნავია, რომ მესის დაბრუნება გუნდის ძირითად შემადგენლობას შეცვლის. ვიღაცებს თადარიგში გადაჯდომა მოუწევთ, ზოგიერთს კი შესაძლოა საერთოდ გუნდის დატოვებაც მოუწიოს.

მესის „ბარსელონაში“ დასაბრუნებლად ხელფასის საგრძნობლად შემცირება დასჭირდება. ამ მომენტისთვის ლეო მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრობს, მას არც პარიზელთა ახალი ხელშეკრულება აინტერესებს, რომელიც პსჟ-მ მას უკვე შესთავაზა, თუმცა „ლა პულგას“ ამჟამად ეს არ აინტერესებს.

ლეოს მომავლის შესახებ ახალი ინფორმაციები მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გავრცელდება. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რა შედეგით დაასრულებს არგენტინა მუნდიალს. როგორც თავად მესიმ თქვა, თავის კარიერაზე ფიქრს იგი სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლუცკი: მას საზღვარი არ აქვს, კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდია
სლუცკი: მას საზღვარი არ აქვს, კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდია