კრისტოფერ ნკუნკუ
Aa
Aa

ჩელსიმ მიზანს მიაღწია - ნკუნკუ სტემფორდ ბრიჯზე 2023 წლის ზაფხულში გადავა

„ლაიპციგის“ ფეხბურთელი, კრისტოფერ ნკუნკუ კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. ბოლო საათების განმავლობაში ამ ტრანსფერის შესახებ აქტიურად იწერებოდა და როგორც ირკვევა, „არისტოკრატებმა“ მიზანს მიაღწიეს.

RMC Sport-ის ცნობით, მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ნკუნკუ „სტემფორდ ბრიჯზე“ 2023 წლის ზაფხულში გადავა. ფრანგმა თავდამსხმელმა „ლურჯების“ რიგებში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, ოღონდ ეს ფრანკფურტში არ მომხდარა, როგორც ამას გერმანული პრესა იუწყებოდა.

„არისტოკრატების“ გარდა, ნკუნკუს გარშემო განვითარებულ მოვლენებს „ლივერპულიც“ აკვირდებოდა, მაგრამ „ჩელსიმ“ ყველა კონკურენტს აჯობა. ლონდონელები მზად არიან, მის კონტრაქტში ჩადებული პუნქტი აამოქმედონ და ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ გერმანულ კლუბს 60 მილიონი ევრო გადაუხადონ.

შეგახსენებთ, რომ ნკუნკუ 24 წლისაა და მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა. ფრანგმა შემტევმა ბუნდესლიგაში 4 გოლი გაიტანა, გერმანიის თასზე და სუპერთასზე კი თითო-თითო გოლით გამოირჩა. გასულ სეზონში, მან ყველა ტურნირის ეგიდით, 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 35 გოლი და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიმ იტალიას გამბედაობის მაგალითი მისცა“ - კრავერო ხვიჩას ტრანსფერზე
„ნაპოლიმ იტალიას გამბედაობის მაგალითი მისცა“ - კრავერო ხვიჩას ტრანსფერზე