ტონი კროოსი
Aa
Aa

კროოსი სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას გეგმავს

ტონი კროოსმა შესაძლოა ამ სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულოს.

ამ მოულოდნელ ინფორმაციას ესპანური As-ი ავრცელებს და წერს, რომ „რეალი“ უკვე კროოსის შემცვლელის ძიებაშია.

წყაროს ცნობით, 32 წლის გერმანელი კლუბთან სეზონის ბოლოს კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს ამბობს. ფეხბურთელს სურს კარიერა პიკში დაასრულოს და ქომაგებს ის ასეთად დაამახსოვრდეთ.

მას არ სურს 34 წლის ასაკში ან უფრო დიდხანს თამაში. გარდა ამისა, ტონის არ სურს ხელი შეუშალოს ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას.

„რეალს“ კროოსის სავარაუდო შემცვლელის კანდიდატურისთვის ერთი ვარიანტი უკვე შერჩეული აქვს. „ფლამენგოს“ 21 წლის ბრაზილიელი გომეს და სილვა.

კროოსი რეალში

ტონი „სამეფო კლუბში“ 2014 წლიდან ასპარეზობს. მან გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო, 373 შეხვედრა ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 85 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლუცკი: მას საზღვარი არ აქვს, კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდია
სლუცკი: მას საზღვარი არ აქვს, კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდია