ნასერ ალ ხელაიფი
Aa
Aa

ბიზნესმენი, რომელსაც ხელაიფის წინააღმდეგ კომპრომატები ჰქონდა, 9 თვე ციხეში აწამებდნენ

პსჟ-ს პრეზიდენტი შესაძლოა ყატარში ბიზნესმენის დაკავებასთან იყოს კავშირში.

დღეს ფრანგულმა გაზეთმა Libération-მა გამოაქვეყნა სტატია გამოძიების შესახებ, რომელიც ნასერ ალ-ხელაიფის ფრანგ-ალჟირელ ბიზნესმენთან აკავშირებს, რომელიც ცნობილია როგორც Tayeb B.

ბიზნესმენი ყატარში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს. იგი 2020 წლის 13 იანვარს დააკავეს. ვარაუდობენ, რომ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მას ჰქონდა ალ-ხელაიფის კომპრომატების დამადასტურებელი დოკუმენტები. ტაი ბი ციხიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან ეს დოკუმენტები გადასცა. ეს მოხდა მისი დაკავებიდან ცხრა თვის შემდეგ.

Liberation წერს, რომ გამოცემის ჟურნალისტები ბიზნესმენის ადვოკატებს ესაუბრნენ, მაგრამ არა თავად მას. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ეს დოკუმენტები დაკავშირებულია კორუფციულ სქემებთან, რომლის წყალობითაც ყატარმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღო. ასევე, ტაი ბის ჰქონდა დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო საკითხებთან და ალ-ხელაიფის პირად ცხოვრებასთან.

აღნიშნულია, რომ ტაი ბის სიკვდილით დაემუქრნენ. ციხეში ყოფნისას მას აბუჩად იგდებდნენ. კერძოდ, დაკითხვამდე მას აიძულებდნენ ზედიზედ მრავალი საათის განმავლობაში მდგარიყო. ბიზნესმენს დაჯდომის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცა, თუ მისი პასუხები მათთვის დამაკმაყოფილებელი იყო.

Libération-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ტაი ბიმ გამოიყენა ის დოკუმენტები, რომლებიც მას ჰქონდა ალ-ხელაიფის დასაშანტაჟებლად და ყატარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი არ გამოქვეყნებულიყო. თუმცა, როგორც აღინიშნა, „არაჰუმანური მოპყრობა, რომელიც დოჰაში იყო, ამის გამართლება შეუძლებელია.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ტაი ბიმ და რენო სემერჯანმა, ალ-ხელაიფის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გააფორმეს საიდუმლო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც პირველს დოკუმენტების გამოქვეყნების შემთხვევაში 5 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. ამ შეთანხმებაში ტაი ბი აღიარებს, რომ მან ეს დოკუმენტები უკანონოდ მოიპოვა.

ალ-ხელაიფის დაახლოებულმა წყარომ უარყო ყველა ბრალდება, რომ ტაი ბის საქმე პსჟ-ს პრეზიდენტს უკავშირდებოდა და მეწარმეს „შანტაჟიორი უწოდა, რომელსაც მილიონების მიღება სურდა და ამ ყველაფერმა ის გამოააშკარავა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსეთის ნაკრებისა და ევერტონის ყოფილ მოთამაშეს უკრაინაში საომრად უხმეს
რუსეთის ნაკრებისა და ევერტონის ყოფილ მოთამაშეს უკრაინაში საომრად უხმეს