რობენი „ბაიერნის“ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
Aa
Aa

რობენი „ბაიერნის“ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების შემტევი არიენ რობენი, გასული სეზონის მიხედვით, „ბაიერნის“ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მსგავსი აღიარება რობენმა შარშანაც მოიპოვა. წელს კი ეს მისთვის ზედიზედ მეორედ მოხდა.

მიუნხენური კლუბის გულშმემატკივართა გამოკითხვაში რობენმა ხმების 32.9% მოიპოვა. მეორე ადგილი 20.1%-ით ტომას მიულერს ერგო. მესამე პოზიცია კი მანუელ ნოიერმა დაიკავა, რომელმაც ხმების 18.5% მოაგროვა.

„ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზია. მადლობას ვუხდი „ბაიერნის“ თითოეულ გულშემატკივარს“ - განაცხადა არიენ რობენმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები