ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ლივერპული, სიტი, რეალი - ბელინგემზე ნადირობა იწყება

ჯუდ ბელინგემმა შესაძლოა ზაფხულში „დორტმუნდი“ დატოვოს.

19 წლის ინგლისელ შუახაზელზე უკვე დიდი მოთხოვნაა. The Athletic-ის ცნობით, 2023 წელს მის გადასაბირებლად „ლივერპული“, მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ იბრძოლებენ.

ნახევარმცველს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. „ბორუსია“ აპირებს მას ხელშეკრულების გაგრძელება გაუმჯობესებული პირობებით შესთავაზოს.

თუმცა, თუ ბელინგემი დაჟინებით მოითხოვს სხვა კლუბში გადასვლას, „დორტმუნდი“ მის სანაცვლოდ დაახლოებით 150 მილიონ ევროს მოითხოვს. ამრიგად, ჯუდი შეიძლება ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი ფეხბურთელი გახდეს.

ერლინგ ჰალანდისგან განსხვავებით, ბელინგემის კონტრაქტი არ შეიცავს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ მისი გათავისუფლების პირობებს.

შეგახსენებთ, რომ ბელინგემი „დორტმუნდში“ 2020 წელს „ბირმინგემიდან“ 25+5 მილიონ ფუნტად გადავიდა. მან ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რევანშის აღება გვინდა“ - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელთა კომენტარები
„რევანშის აღება გვინდა“ - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელთა კომენტარები