„რევანშის აღება გვინდა“ - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელთა კომენტარები
Aa
Aa

„რევანშის აღება გვინდა“ - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელთა კომენტარები

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელებმა, დორიან ბაბუნკსიმ და ენის ფაზლაგიჩმა საქართველოსთან ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მატჩი 23 სექტემბერს, თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება და ჩრდილოეთ მაკედონიელები საქართველოში რევანშის ასაღებად ჩამოდიან.

ბაბუნსკი: „სრული შემადგენლობით ვერ შევიკრიბეთ და ძირითადი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს, თუმცა ისინი, ვინც აქ არიან, ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბოლო მომენტამდე იბრძოლებენ. საქართველოსთან მორიგი რთული მატჩი გველოდება. ჩვენი მეტოქე მაღალი დონის ნაკრებია, რომელსაც ბრწყინვალე ინდივიდუალისტები ჰყავს. გვინდა, სკოპიეში განცდილი მარცხის გამო, რევანში ავიღოთ. მნიშვნელობა არ აქვს, თბილისში რამდენად ჯოჯოხეთური ატმოსფერო გველოდება, ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ“.

ფაზლაგიჩი: „რა თქმა უნდა, ორივე შეხვედრის მოგებასა და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაზე ვფიქრობთ. ვიცით, რომ საქართველო კარგი გუნდია და არ ვიჩქარებთ, თუმცა მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ და მოედანზე სერიოზული დამოკიდებულება გვქონდეს. სკოპიეში საქართველომ გვაჩვენა, რომ ხარისხიანი მეტოქეა. მაშინ კარგად ვითამაშეთ და არ გაგვიმართლა. გოლი გავუშვით და შემდეგ მატჩი ჩვენთვის არასასურველი მიმართულებით წარიმართა. სწორედ ამიტომ, შეტევაში უფრო სპეციფიკურად უნდა ვიმოქმედოთ, რათა სასურველი 3 ქულა ავიღოთ“.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს და 10 ქულა აქვს. ჩრდილოეთ მაკედონია 7 ქულით მეორეა და პირველი ადგილისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად მინიმუმ 3-ბურთიანი გამარჯვება სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა თბილისშია! - ნაპოლის ვარსკვლავი მალე ნაკრებს შეუერთდება
ხვიჩა თბილისშია! - ნაპოლის ვარსკვლავი მალე ნაკრებს შეუერთდება