ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

კლუბმა იურისტებს მიმართა: რასისტული შეურაცხყოფა - რეალი ვინისიუსს დაიცავს

El Chiringuito TV-ის ეთერში ვინისიუსის გოლის აღნიშვნა მაიმუნის ქმედებას შეადარეს. ამ რასისტული ჟესტისთვის მადრიდის „რეალმა“ ფეხბურთელი დაიცვა და განცხადება გაავრცელა.

„თუ გინდა სამბას ცეკვა, მაშინ წადი საცეკვაო მოედანზე. აქ თქვენ კოლეგებს პატივი უნდა სცეთ და მაიმუნივით ცეკვა შეწყვიტოთ“,

- თქვა პედრო ბრავომ ვინისიუსის გოლის შემდეგ, რომელიც ბრაზილიელმა „მალიორკას“ გაუტანა.

„მადრიდის რეალი წინააღმდეგია ყველა სახის რასისტული და ქსენოფობიური ქცევასა ფეხბურთში, სპორტში და ცხოვრებაში. როგორი სამწუხარო და მიუღებელი კომენტარები გაკეთდა ჩვენი ფეხბურთელის ვინისიუს ჟუნიორის მისამართით.

მადრიდის რეალს სურს გამოხატოს მხარდაჭერა ვინისიუსის მიმართ, ფეხბურთელს, რომელსაც ფეხბურთი ესმის, როგორც სიხარულის, პატივისცემასა და სპორტულ განწყობაზე დაფუძნებული ცხოვრებისადმი დამოკიდებულება.

ფეხბურთი, რომელიც ყველაზე გლობალური სპორტია, უნდა იყოს ღირებულებების და თანაცხოვრების მაგალითი.

კლუბმა იურიდიულ განყოფილებას დაავალა, მიიღოს ზომები ყველასთვის, ვინც რასისტულ კომენტარებს აკეთებს ჩვენი ფეხბურთელების მიმართ“,

- ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერია ა-ში საუკეთესო ფეხბურთელია“ - კარაგერი და ვუდგეითი ხვიჩაზე
„სერია ა-ში საუკეთესო ფეხბურთელია“ - კარაგერი და ვუდგეითი ხვიჩაზე