მორიგი უარი ფოტოზე - რონალდუმ ქომაგს ხელი ჰკრა
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრაში, ტირასპოლის „შერიფმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში რონალდუმ სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ტაიმის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელს გულშემატკივარმა სელფის გადაღება სთხოვა, კრიშტიანუმ კი ის ხელით მოიშორა და უარი უთხრა.
„რონიმ“ მას არც შეხედა და გზა განაგრძო. გოგონა კი გაკვირვებული უყურებდა.
A fan asked Ronaldo for a picture during the halftime of the United game but he refused to take it… pic.twitter.com/qYIRsvmtQU
— LSPN FC (@LSPNFC_) September 15, 2022
ეს კრიშტიანუსთვის ბოლო დროს ქომაგებთან უხეში მოპყრობის მეორე ფაქტია. 9 აპრილს, „იუნაიტედი“ „ევერტონთან“ 0:1 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ, მოედნის დატოვების დროს, რონალდუმ უცნობი ადამიანის ტელეფონი დაამსხვრია. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მობილური „ევერტონის“ მცირეწლოვან გულშემატკივარს ეკუთვნოდა.
კადრებში ნათლად ჩანს, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გაღიზიანებულია და მობილურს ძირს ახეთქებს. რონალდუს საბოლოოდ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცეს. მომხდარის შემდეგ, კრიშტიანუმ 14 წლის ბავშვს და მის ოჯახს ბოდიში მოუხადა და საჩუქრად ახალი ტელეფონი გაუგზავნა.