რაფინია დიასი
Aa
Aa

რაფინია: გავიზარდე საზოგადოებაში, სადაც ნარკომანია და დანაშაული მეფობდა

„ბარსელონას“ ბრაზილიელმა ახალწვეულმა რაფინიამ UOL Esporte-სთვის მიცემულ ინტერვიუში თავის მძიმე ბავშვობაზე ისაუბრა.

„უსამართლო იქნება იმის თქმა, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე მშიერი ვიყავი, რადგან ჩემს მშობლებს საკვები მეტწილად არასდროს აკლდათ. თუმცა იყო რთული მომენტებიც. სახლიდან სავარჯიშო მოედნამდე 8-9 საათის გზა იყო, რომელსაც მშიერი გავდიოდი. ფული მხოლოდ გზისთვის მყოფნიდა, ამიტომ მშიერი ყოფნა მიწევდა.

ვარჯიშის შემდეგ ქუჩაში ვიდექი და ხალხს ვთხოვდი ჩემთვის რაიმე საკვები ეყიდათ. ზოგი მეხმარებოდა,ზოგიც კი უხეშად მომმართავდა და მათხოვარს მეძახდა. გასაკეთებელი არაფერი იყო, ველოდი ავტობუსს, რომ შინ წავსულიყავი და საჭმელი მეჭამა. ამ დროს 12-14 წლის ვიყავი.

როდესაც მოზარდი ვიყავი, ჩემს სამეზობლოში ფულის შოვნის ბევრი შესაძლებლობა იყო. ბევრ გზას გპირდებოდნენ, რომ ფინანსური შემოსავალი გქონოდა, სწორედ აქ იკარგებოდა ხალხი. ვიცნობდი ადამიანებს, რომლებსაც ოჯახიდან შესაბამისი ყურადღება არ ეთმობოდათ და ისინი დაიკარგნენ. იმ დროს ბევრი მეგობარი დავკარგე კრიმინალური სამყაროს გამო, ნარკოტიკებთან პრობლემის გამო... მეგობრები, რომლებიც ფეხბურთს ჩემზე ბევრად უკეთესად თამაშობდნენ, რომლებიც შეიძლებოდა დიდ კლუბებში მოხვედრილიყვნენ.

გავიზარდე საზოგადოებაში, სადაც ნარკომანია და დანაშაული მეფობდა, მაგრამ მე ძლიერი ვიყავი, მქონდა მიზანი, რომ გავმხდარიყავი ფეხბურთელი. დატოვო ეს საზოგადოება და მიაღწიო მიზანს - ეს ძალიან რთულია. მაგრამ ჩემი ამბიციები უფრო დიდი იყო. გზიდან არასდროს გადამიხვევია. თუ, დღეს ფეხბურთში ჩემს ჯადოსნობებზე საუბრობენ, მე ვამბობ, რომ ნამდვილი მაგია არის ეს, რაც აქამდე მოსასვლელად გავაკეთე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“უმჯობესია გაჩუმდეს, კვარა არ უნდა შეზღუდოს“ - იტალიაში სპალეტის უპასუხეს
“უმჯობესია გაჩუმდეს, კვარა არ უნდა შეზღუდოს“ - იტალიაში სპალეტის უპასუხეს