ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“რა გული აქვს! ჟესტი, რომელიც ათას სიტყვას უდრის“ - ხვიჩას ღირსეული ქმედება

„რეინჯერსი“ „ნაპოლის“ მატჩს პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე სოციალურ ქსელებში საქართველოშიც და იტალიაშიც სპალეტის ხვიჩას მისამართით გაკეთებულ განცხადებას, შემდეგ კი ამ ყველაფერზე პასუხებს.

გარდა ამისა, „აიბროქსზე“ იყო მომენტი, რომელიც ბევრს გამორჩა. ხვიჩას მიერ მოპოვებული პენალტი, რომელიც პოლიტანომ დაარტყა. ამ დროს კვარაცხელია ზელენსკისთან მივიდა და გაამხნევა.

პოლონელმა ზედიზედ 2 დარტყმა გააცუდა, ხვიჩამ კი რთულ სიტუაციაში მყოფი გუნდელი დაინახა და გაამხნევა.

აი რას წერს იტალიური გამოცემები:

calcionapoli24:

„მატჩის აბსოლუტურ გმირებს შორის, თუმცა გოლის გარეშე, იყო ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა თავისი ფლანგური გარღვევებით შოტლანდიელი მცველები გააგიჟა, რომელიც რამდენჯერმე ბადესთან ახლოს მივიდა. მიუხედავად ორი გაცუდებული პენალტისა, შესანიშნავი თამაში ჰქონდა პიოტრ ზელენსკისაც.

პოლიტანოს მიერ დარტყმული პენალტის დროს, კვარაცხელიას ჟესტი ბევრს შეუმჩნეველი დარჩა. ქართველმა, რომელმაც პოლიტანოს პენალტის დარტყმა დაუთმო, მიუახლოვდა ზელენსკის და სასიამოვნო ჩახუტებით ის გაამხნევა. ვულოცავ ხვიჩას ნამდვილი ლიდერის ჟესტს“.

Napolipiu:

„არა მარტო შემტევი უნარები, არამედ გულიც. კვარაცხელიას მოპოვებული პენალტი პოლიტანომ დაარტყა და გაიტანა, თუმცა იქამდე კამერებმა ხვიჩას ჟესტი უკვდავყო. ქართველმა ვარსკვლავმა დაინახა, რომ ზელენსკი მის გვერდით დათრგუნული იდგა, ჩაეხუტა მას და გაამხნევა.

მშვენიერი სცენა, რომელიც მნიშვნელოვან ფაქტორზე მიუთითებს: კვარაცხელია უკვე დიდი მოთამაშეა. მიუხედავად მისი ასაკისა (21), მას აქვს პიროვნულობა, რომელიც შეუძლია მოგვცეს. ის არა მხოლოდ მოედანზე ცდილობს დრიბლინგს უშიშრად, არამედ ასევე ჟესტებით, რომელიც აჩვენებს მის პიროვნებასა და ღირებულებებს. მსგავსი გამოხატულებები გუნდს გასახდელში გაერთიანებაში ეხმარება. ასეთ დროს ინდივიდუალიზმი უკანა პლანზე გადადის, მთავარი გუნდურობაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: „სპალეტის ვეთანხმები, ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩას მეც ვესაუბრე“
სანიოლი: „სპალეტის ვეთანხმები, ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩას მეც ვესაუბრე“