მირალემ პიანიჩი
Aa
Aa

“სიტყვები არ მყოფნის“ - პიანიჩი შოკშია, რადგან ბოსნია რუსეთთან თამაშს დათანხმდა

ბოსნია-ჰერცოგოვინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რუსეთთან ამხანაგური მატჩის გამართვას დათანხმდა.

ბოსნიის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

ამხანაგური მატჩი რუსეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის 19 ნოემბერს არის დაგეგმილი.

„ეს გადაწყვეტილება არ არის საუკეთესო ვარიანტი ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის.

ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა რუსეთიდან და სხვა ქვეყნიდან. უეფა-ს წერილი გავუგზავნეთ და გვითხრეს, რომ ამხანაგურ მატჩებს არ კრძალავენ“,

- განაცხადა ირფან დურიჩმა.

დურიჩმა განმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის საფეხბურთო კავშირის საგანგებო კომიტეტმა მიიღო. ფუნქციონერმა დასძინა, რომ კომიტეტის ხუთი წევრი დაეთანხმა მატჩს, თავად კი წინააღმდეგი იყო.

„ეს არ არის საუკეთესო არჩევანი. ისინი უეფას პასუხით ხელმძღვანელობდნენ. მე ვხელმძღვანელობ გარკვეულწილად განსხვავებული პრინციპებით და მიმაჩნია, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინამ ამ შეხვედრაში არ უნდა ითამაშოს“.

- ციტირებს დურიჩს Radija Slobodna Evropa.

იგივე აზრზეა და მატჩის გამართვის წინააღმდეგია მირალემ პიანიჩიც.

„მე გავიგე ფედერაციის გადაწყვეტილების შესახებ და მისმა ხელმძღვანელობამ იცის ჩემი პოზიცია. დამირეკეს და მკითხეს, რას ვფიქრობდი თამაშზე. მე ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი, შემდეგ კი მათი განსხვავებული გადაწყვეტილება გამიკვირდა. ეს ცუდი გადაწყვეტილება!

სიტყვები არ მყოფნის. როდესაც გუნდი კარგად თამაშს იწყებს, რაღაც ყოველთვის არასწორად მიდის. ფედერაციამ იცის ჩემი პოზიციის შესახებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს არ არის კარგი არჩევანი“,

- განაცხადა პიანიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი ქართული სკოლის ღირსეული მემკვიდრე - ყიფიანიდან ხვიჩამდე
დიდი ქართული სკოლის ღირსეული მემკვიდრე - ყიფიანიდან ხვიჩამდე