ლივერპული, ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ხარისხი და მენტალობა შესანიშნავი იყო“ - ლავეციმ კვარა შეაქო

გუშინ, ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე „ლივერპულს“ შეხვდა და დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხა.

კვარამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 58 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში კვარა მოედანზე ერთ-ერთი  ყველაზე აქტიური იყო და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნა, ერთ-ერთ ეპიზოდში კი ჯოვანი სიმეონეს გაატანინა და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ეზეკილ ლავეციმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

რა თქვა ლავეციმ:

კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა. ბოლოს ცოტა დაღლილობა შეეტყო და ალბათ, ამიტომ შეცვალეს, მაგრამ მანამდე, ხარისხი და მენტალობა შესანიშნავი იყო. იმედია, ასე გააგრძელებს. ზოგადად, მთელმა გუნდმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. სასიამოვნო იყო ჯოვანი სიმეონეს ხილვა ასეთ მდგომარეობაში. ძალიან გამიხარდა, რომ მან ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლის გატანა შეძლო.

კვარა ლივერპულთან:

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს 5 მატჩში ხვიჩას 4 გოლი აქვს გატანილი და ამასთან, 1 საგოლე გადაცემაც აქვს შესრულებული. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „სპეციას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარი ლინეკერი და ფაბრიციო რომანო ხვიჩას თამაშს გამოეხმაურნენ
გარი ლინეკერი და ფაბრიციო რომანო ხვიჩას თამაშს გამოეხმაურნენ