ლივერპული, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ლივერპულის წინააღმდეგ - კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაშია

ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა! ქართველი გულშემატკივრებისთვის წინ მნიშვნელოვანი მატჩია. „ნაპოლი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. შეხვედრის დაწყებამდე, ლუჩიანო სპალეტიმ სასტარტო თერთმეტეული დაასახელა, რომელშიც, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია ფიგურირებს.

ნაპოლის შემადგენლობა:

მერეტი, ოლივეირა, კიმი, რაჰმანი, დი ლორენცო, ლობოტკა, ანგისა, ზიელინსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი

ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება ქართველი ფეხბურთელისთვის ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტოა. ასევე გეტყვით იმასაც, რომ სერია ა-ს სადებიუტო მატჩში „კვარამ“ გოლი გაიტანა და იმედი ვიქონიოთ, რომ იგივეს გაკეთებას დღესაც შეძლებს.

შეგახსენებთ, სერია ა-ს უკანასკნელ ტურში „ნაპოლი“ „ლაციოს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი კი სწორედ ხვიჩამ გაიტანა.

„ნაპოლისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება დღეს, 7 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციაშია“ - სპალეტი და დი ლორენცო ხვიჩაზე
„შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციაშია“ - სპალეტი და დი ლორენცო ხვიჩაზე