ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი, რაჰიმ სტერლინგი
Aa
Aa

ჰოლანდის ჰეთ-თრიკი, სტერლინგის დუბლი და ლივერპულის 9 გოლი

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში საინტერესო დაპირისპირებები გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ“ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა და 3 ქულის მოსაპოვებლად მძიმე ბრძოლაც დასჭირდა.

პირველი ტაიმის შემდეგ სტუმართა გუნდი 2:0-ს იგებდა და ყველა ფიქრობდა, რომ „ქალაქელები“ ქულებს დაკარგავდნენ, მაგრამ ეს გუარდიოლას გეგმებში არ შედიოდა. 53-ე წუთზე ბერნარდუ სილვამ 1 ბურთი გაქვითა, ხოლო ამის შემდეგ ერლინგ ჰოლანდის ჯერი დადგა.

ნორვეგიელმა ვარსკვლავმა 62-ე, 70-ე და 81-ე წუთებზე გაისროლა, ჰეთ-თრიკი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 

დიდ ინტერესს იწვევდა „ლივერპულის“ თამაში, რომელსაც დღევანდელ დღემდე პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში გამარჯვება არ ჰქონდა. იურგენ კლოპის შეგირდებმა საოცარი მატჩი შემოგვთავაზეს. მერსისაიდელებმა „ბორნმუთი“ 9:0 გაანადგურეს და ხასიათი გამოიკეთეს.

ლუის დიასმა რა რობერტო ფირმინომ დუბლი შეასრულეს. თითო გოლი კი კარვალიომ, ელიოტმა და ვან დაიკმა გაიტანეს. ერთი ბურთი კი სტუმართა ფეხბურთელმა კრის მეფამ საკუთარ კარში გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ, მერსისაიდელებს 5 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებენ.

ასევე გეტყვით, თავიანთი შეხვედრები მოიგეს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და ლონდონის „ჩელსიმ“. „წითელმა ეშმაკებმა“ სტუმრად საუთჰემპტონი ბრუნო ფერნანდეშის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს, ხოლო „არისტოკრატებმა“ შინ ლესტერს 2:1 აჯობეს. ტუხელის გუნდიდან თავი რაჰიმ სტერლინგმა გამოიჩინა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მხარზე მეტად სული მტკივა“ - შენგელიას პირველი კომენტარი ტრავმის შემდეგ
“მხარზე მეტად სული მტკივა“ - შენგელიას პირველი კომენტარი ტრავმის შემდეგ