Aa
Aa

"იუვე" და "ინტერი" ინიგო მარტინესისთვის იბრძოლებენ!

ბასკური „რეალ სოსიედადის“ ცენტრალური მცველის ინიგო მარტინესის შესაძენად „იუვენტუსი“ და „ინტერი“ იბრძოლებენ.

ორივე მათგანი მზადაა, რომ მარტინესის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, შესაბამისად, კლუბებს მოსალაპარაკებელი თავად ფეხბურთელთან აქვთ.

როგორც იტალიური პრესა წერს, ტრანსფერის განხორციელების უკეთესი შანსი „იუვეს“ აქვს, თუმცა საკუთარი კოზირები „ინტერსაც“ გააჩნია.

26 წლის მარტინესმა გასულ სეზონში ჯამურად 40 მატჩი ითამაშა და აქტივში 4 გოლი და 5 საგოლე პასი ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები