სოფია ბაღიშვილი
Aa
Aa

სოფია ოქტაგონზე ბრუნდება და ისტორიას დაწერს - ვინ არის ბაღიშვილის მეტოქე

MMA-ის ქართველი მებრძოლი, სოფია ბაღიშვილი ოქტაგონზე 10 სექტემბერს დაბრუნდება. იგი KSW 74-ის ფარგლებში იასპარეზებს და ანიტა ბეკუსს დაუპირისპირდება, ვისთანაც მაისში უნდა ეჩხუბა, მაგრამ ტრავმის გამო ბრძოლაზე უარის თქმა მოუწია.

ბაღიშვილმა ბოლო ჩხუბი 29 ივლისს გამართა და Octagon 33-ზე ანასტასია დიუჟიკოვა დაამარცხა. სოფიამ ხელის მტკივნეული ილეთით იმარჯვა და ყაზახ მეტოქეს კარიერაში პირველი მარცხი აგემა. წარმატების შემდეგ, იგი პოლონურ KSW-ს შეუერთდა და 10 სექტემბერს პირველი ქართველი ქალი მებრძოლი გახდება, ვინც KSW-ის ოქტაგონზე იჩხუბებს.

View this post on Instagram

A post shared by ZA CIOSEM ???? (@zaciosem_)

რაც შეეხება ბაღიშვილის მეტოქეს, მას კარიერაში 8 ბრძოლა აქვს გამართული და სასურველი შედეგი 6-ჯერ დააფიქსირა. მის ანგარიშზე ზედიზედ სამი მოგებაა და თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში წამყვანი პოზიცია უკავია. ასე რომ, სოფიას რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ბაღიშვილი 23 წლისაა და ერთადერთი მარცხი ტუნზალა იმანლისთან განიცადა, რომელთანაც რევანშის აღება მოახერხა. სოფია მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების ოსტატია და 6-დან 4 ბრძოლა სწორედ მათი დახმარებით აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ფენომენია“ - რა თქვა ანტონიო კასანომ კვარაზე
„ხვიჩა ფენომენია“ - რა თქვა ანტონიო კასანომ კვარაზე