ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩას საგოლე პასი სერია A-ს პირველ ტურში საუკეთესოდ დაასახელდა

სერია A-ს საწყისი ტურის შემდეგ, ოფიციალურმა ვებ გვერდმა საუკეთესო საგოლე პასის ავტორები გამოარჩია და 5 მოწინავეს შორის ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი ადგილი დაიკავა.

„კვარამ“ სერია A-ში თავის სადებიუტო შეხვედრაში თავიდანვე დიდი აღიარება მოიპოვა.

„ვერონასთან“ მატჩში 55-ე წუთზე ხვიჩამ პიოტრ ზელინსკი ერთი შეხებით მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა, პოლონელმა ყველაფერი ზუსტად შეასრულა და ნეაპოლელები დაწინაურდნენ.

მოწინავე ხუთეული ასე გამოიყურება:

1. ხვიჩა კვარაცხელია. 2. ანხელ დი მარია. 3. მატეო დარმიანი. 4. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი. 5. პაოლო ჯილიონე

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მეორე ტურში საკუთარ კედლებში „მონცას“ უმასპინძლებს. შეხვედრა 21 აგვისტოს 20:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის ახალი სუპერგმირი ჰყავს“ – Tuttosport-ის სტატია ხვიჩაზე
„ნაპოლის ახალი სუპერგმირი ჰყავს“ – Tuttosport-ის სტატია ხვიჩაზე