კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

მანჩესტერი ფელიქსის ყიდვას გეგმავს - ატლეტიკო რონალდუთი ინტერესდება

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ატლეტიკოდან“ ჟოაო ფელიქსის შეძენას ცდილობს. პარალელურად კი მადრიდელები კრიშტიანუ რონალდუს მიმართ ინეტერესს იჩენენ.

Marca-ს ცნობით, სამშაბათს საღამოს „მანკუნიელების“ წარმომადგენლები ფელიქსთან დაახლოებულ პირებს შეხვდნენ. მათ მადრიდულ კლუბს აცნობეს, რომ 22 წლის ფეხბურთელის შეძენით ინტერესდებიან.

„ატლეტიკომ“ უპასუხა, რომ ახლა არ აპირებს ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვას. თუმცა, მოსალოდნელია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მოლაპარაკებებს გააგრძელებს. ერიკ ტენ ჰაგს გუნდში მინიმუმ 1 მაღალი დონის შემტევის დამატება სურს, კლუბს კი ამის შესაძლებლობა აქვს - ცოტა ხნის წინ, მათ „ინდიელებს" 135 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ფელიქსმა ლა ლიგა ჩინებულად დაიწყო და პირველი ტურში „ხეტაფესთან" (3:0) 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხენა რონალდუს მიმართ „როხიბლანკოს“ დაინტერესებას. ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა ედუ აგირემ დაწერა, რომ ამჟამად პორტუგალიელის გადაბირებით თავად „ატლეტიკოც“ არის დაინტერესებული.

„ტყუილია, რომ კრიშტიანუ რონალდუმ თავისი თავისი მადრიდის ატლეტიკოს შესთავაზა. მე გეტყვით როგორ იყო სინამდვილეში.

ჟორჟე მენდეშმა პირველმა მიიღო ზარი მიგელ ანხელ ხილისგან (ატლეტიკოს აღმასრულებელი დირექტორი) და სიმეონესგან.

აი ასეთი თანმიმდევრობა იყო. სწორედ ატლეტიკო იყო დაინტერესებული კრიშტიანუსთან დაკავშირებული სიტუაციით“,

- თქვა ჟურნალისტმა და რონალდუს მეგობარმა ელ ჩირინგიტოს ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე სერია A-ში? - გიორგის ტრანსფერი 3 კლუბს შესთავაზეს
მიქაუტაძე სერია A-ში? - გიორგის ტრანსფერი 3 კლუბს შესთავაზეს