ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ზივზივაძე ყარაბაღში? - აზერბაიჯანის ჩემპიონს ბუდუ შესთავაზეს

''მოლ ფეჰერვარის'' ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ შესაძლოა კარიერა ''ყარაბაღში'' გაგრძელოს. AzeriSport-ის ცნობით, აზერბაიჯანის ჩემპიონს ქართველი ფეხბურთელი შესთავაზეს, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკება არ დაწყებულა.

გასული სეზონის მეორე ნახევარი ბუდუ ზივზივაძემ ''უიპეშტში'' გაატარა, სადაც თითქმის ყველა მატჩში გოლი შეაგდო. ზაფხულში ''მოლ ფეჰერვარში'' დაბრუნდა და სეზონის საწყის ხუთ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

მიმდინარე ზაფხულში ზივზივაძის გადაბირება გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ''კარლსრუეს'' სურდა, თუმცა სატრანსფერო თანხაზე შეთანხმება არ შედგა.

28 წლის ზივზივაძეს უთამაშია თბილისის ''დინამოში'', ქუთაისის ''ტორპედოში'', დანიურ ''ესბიერგში'', ''მეზოკოვეშდისა'' და ''უიპეშტის'' რიგებში.

ბუდუ ზივზივაძეს ''მოლ ფეჰერვართან'' კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგნები პრემიერ ლიგის ისტორიიდან - Athletic-მა გაბრაზებული ქეცბაია გაიხსენა
საგნები პრემიერ ლიგის ისტორიიდან - Athletic-მა გაბრაზებული ქეცბაია გაიხსენა