ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლის ყოფილი დირექტორი ხვიჩაზე: „ძალიან მომწონს, მაგრამ...“

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ექს-დირექტორმა, გაეტანო ფონტანამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი ინტერვიუ „პარტენოპეის“ ოფიციალურმა რადიომ, Kiss Kiss Napoli-მ გაავრცელა და ფონტანამ „კვარაზეც“ ილაპარაკა.

„კვარაცხელია, როგორც ფეხბურთელი, ძალიან მომწონს, მაგრამ უფრო მტკიცე უნდა იყოს. როცა მის ასაკში ვიყავი, კარგი თამაშის შემდეგ, ზედმეტის გაკეთება მეც ჩვევად მქონდა და ვფიქრობ, ეს ასაკიდან გამომდინარეობს. სპალეტის კარგად ეცოდინება, ამაზე როგორ იმუშაოს“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ზაზა ჯანაშიას კომენტარი გავრცელდა, რომელმაც კვარაცხელიას დიდი წარმატება უწინასწარმეტყველა. მისი თქმით, ხვიჩა „ნაპოლიში“ ვარსკვლავი გახდება და იგი ნამდვილი პროფესიონალია.

ცნობისთვის, ხვიჩას „ნაპოლიმ“ ბოლო ამხანაგური შეხვედრა „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართა და მატჩი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. „კვარა“ ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა და მოედანზე 70 წუთი გაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოლიციელმა შუბლში ესროლა - ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ლეგენდა სან პაულუში მოკლეს
პოლიციელმა შუბლში ესროლა - ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ლეგენდა სან პაულუში მოკლეს