Aa
Aa

ლევანდოვსკი: ბენზემასთან შედარება არ მინდა, ის მრავალი წელია ლა ლიგაშია

რობერტ ლევანდოვსკიმ კარიმ ბენზემასთან მოახლოებული მეტოქეობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

- რას ელოდები შენი და კარიმ ბენზემას პირადი დაპირისპირებისგან?

„ბენზემა გამორჩეული ფეხბურთელია. მან ეს აჩვენა გასულ ჩემპიონთა ლიგაზე იმით, რაც გააკეთა პსჟ-ს, ჩელსის და მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ. ის ლა ლიგაში 10 ან თუნდაც 12 წელია თამაშობს, ზუსტად არ მახსოვს. ბენზემა კარგად იცნობს ამ ლიგას. ჩემპიონთა ლიგაზეც კი აჩვენა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა.

ვფიქრობ, კარგია, რომ ლა ლიგაში ამდენი კარგი თავდამსხმელია. გულშემატკივრებისთვის აუცილებლად უფრო საინტერესო საყურებელი გახდება.

არ მინდა მას შევედარო, რადგან რაღაც ახალი მელოდება და ამას ვაღიარებ. ის კი უკვე მრავალი წელია ლა ლიგაშია. გასულ წელს მან აჩვენა, რამდენად კარგია.

ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რას მივაღწევ ბარსელონასთან ერთად. როგორ ვითამაშებთ? როგორ გადავალთ გამარჯვებიდან გამარჯვებაზე? ეს არის ჩემი მიზანი“,

- განაცხადა პოლონელმა ESPN-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახლა უფრო დიდი გავლენა ექნება - ფერგიუსონი მანჩესტერში დაბრუნდა
ახლა უფრო დიდი გავლენა ექნება - ფერგიუსონი მანჩესტერში დაბრუნდა