არსენალი, მატიე ფლამინი
Aa
Aa

ფეხბურთელობიდან კლიმატის ცვლილების ჯადოქრობამდე - რას აკეთებს ფლამინი დღეს?

„არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელს ახლა წარმოუდგენელ საქმეს აკეთებს..

როდესაც ფეხბურთელი კარიერას ასრულებს, ცხოვრების გაგრძელების მრავალი საშუალება აქვს.. ზოგი მწვრთნელი ხდება, ზოგიც კი სპორტიდან მთლიანად მიდის..

რამდენიმე კი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში წამყვან როლს ასრულებს. მეტიუ ფლამინის შესაძლოა სტაბილური კარიერა ჰქონდა „მარსელში“, „არსენალში“ და „მილანში“, მაგრამ, რაც მან ბუცების ჩამოკიდების შემდეგ ქნა ნამდვილად სანახაობრივია.

ფლამინიმ საფეხბურთო კარიერა „მარსელის“ აკადემიაში დაიწყო და სულ მალე ძირითად გუნდში დაწინაურდა. მეტიც, 2003/2004 წლებში უეფა-ს თასის ფინალშიც ითამაშა.

ფრანგი ფეხბურთელის ყურადღება არსენ ვენგერმა მიიპყრო და მისი გადაბირებისთვის ყველაფერი გააკეთა. ამ ფაქტმა კი „მარსელის“ მწვრთნელი ხოსე ანიგო გააღიზიანა.

„ფლამინიმ კარგად გამომიყენა. ეს დიდი ღალატია. ის „არსენალში“ ფულის გამო მიდის. ჩვენი ხედვა ერთნაირი აღარასდროს იქნება.“

- თქვა ანიგომ

ანიგომ ფლამინი გააფრთხილა, რომ „მეთოფეებში“ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ყოფილმა ნახევარმცველმა თავი ადვილად დაიმკვიდრა. სეზონში კი 49 ჩატარებული მატჩი დაუგროვდა.

მიუხედავად ამისა, მეტიუ „არსენალის“ წამყვანი ფეხბურთელი არასდროს ყოფილა, მიუხედავად მისი საფეხბურთო უნარებისა და ინტელექტისა. იყო რამდენიმე ისტორიული გაბრწყინება. მაგალითად „ნიუკასლის“ კარში გატანილი გოლი, რომელიც ლონდონური კლუბის ისტორიის საუკეთესო 50 გოლში შევიდა.


2008 წელს „მილანის“ ჯერი დადგა, სადაც ის მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. ფლამინი 2010/2011 წლებში „როსონერის“ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა, ხოლო შემდეგ მუხლის მძიმე ტრავმა და პრობლემები..

ამის შემდეგ, ფრანგი ყოფილი ნახევარმცველი „არსენალში“ დაბრუნდა. ის იყო იმ გუნდის ნაწილი, რომელმაც ზედიზედ Fa Cup მოიგო, თუმცა ფინალში არცერთ თამაშში არ მიუღა მონაწილეობა..

საფეხბურთო კარიერის დროს, 2008 წელს, ფლამინიმ დააარსა GF Biochemicals, პირველი კომპანია მსოფლიოში, რომელიც მასობრივად აწარმოებს ლევულინის მჟავას. აღნიშნული მჟავა განიხილება, როგორც პოტენციური მთავარი ეკოლოგიურად სუფთა ბიოსაწვავი.

ის ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ბიოდეგრადირებად ჰერბიციდებში, ასევე რამდენიმე სხვა საყოფაცხოვრებო ნივთში, როგორიცაა ჰაერის გამაგრილებელი და სუნამოები.. ასევე პლასტმასსა და ფარმაცევტულ საწარმოებში.

ფრანგი ყოფილი ფეხბურთელის კომპანია 20 მილიონ ევროს არის შეფასებული, რაც პრემიერ ლიგის ფეხბურთელების 99%-ის ხელფასის რაოდენობას აღემატება.

„ზღვის პირას ვიზრდებოდი და პატარაობიდანვე ვხედავდი პლასტმასის ზემოქმედებას წყალში. საშინელი განცდა დამეუფლა. გავაცნობიერე, რომ თუ რამეს არ შევცვლიდი ჩემი საცხოვრებელი ადგილი აღარ იარსებებდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ამ საქმიანობას დავიწყებდი.“

- განაცხადა ფლამინიმ 2020 წლის აგვისტოში

ბიზნეს სამყაროში მისმა წარმატებამ საფეხბურთო მედიაში გააჩინა ჭორები, რომ მეტიუ „არსენალის“ პრეზიდენტს კრონკეს გადააყენებდა და გუნდს სათავეში ჩაუდგებოდა. ფლამინიმ ეს ფაქტი უარყო, მაგრამ განაცხადა, რომ ფეხბურთში დაბრუნებას აუცილებლად აპირებს.

„ნუ მკითხავთ, როგორ ვიქნები ფეხბურთში ჩართული, რადგან ეს არ არის ის, რაზეც ახლა ვფიქრობ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რისი ნაწილიც სამუდამოდ ვიქნები. ამ საზოგადოებაში ყოფნა ძალიან მინდა.“

- თქვა ფლამინიმ Athletic-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მკლავიდან კუნთი ამომიღეს და ბიოფსიაზე გააგზავნეს“ - მე ალეშანდრე პატო ვარ
“მკლავიდან კუნთი ამომიღეს და ბიოფსიაზე გააგზავნეს“ - მე ალეშანდრე პატო ვარ