მემფის დეპაი
Aa
Aa

"მაინც დავრჩები, თუნდაც კიდევ 6 ფორვარდი გაიფორმონ" - დეპაი გუნდელებს

მემფის დეპაიმ „ბარსელონას" ფეხბურთელებს განუცხადა, რომ კლუბის დატოვებას არ აპირებს.

მიუხედავად კატალონიური კლუბის დიდი სურვილისა, გაყიდოს 28 წლის თავდამსხმელი, ის წასვლას არ აპირებს. Diario Sport-ის ცნობით, გასახდელში მემფისი „ბარსას“ ფეხბურთელებს მიუბრუნდა და უთხრა:

„მე დავრჩები, თუნდაც კიდევ ექვსი თავდამსხმელი გაიფორმონ“.

დეპაი გაოცებულია „ბარსელონას“ საქციელით, რადგან ის გასულ ზაფხულს კლუბში უფასოდ გადავიდა და „კამპ ნოუზე“ მოსახვედრად ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმცირა. მემფისს არ სურს, რომ ის კლუბმა ფინანსურად მოგების მიზნით გამოიყენოს - უსასყიდლოდ გაფორმების შემდეგ, „ბარსას“ მისი 20 მილიონ ევროდ გაყიდვა სურს.

ამ დროისთვის დეპაი მკაფიო პოზიციას იკავებს: ის აპირებს სრულად ამოწუროს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი, რომელსაც ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. ახლა თავდამსხმელი კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ აპირებს რობერტ ლევანდოვსკისთვის მე-9 ნომრის გადაცემას, რომლითაც ახლა დეპაი თამაშობს. გარდა ამისა, ჩავიმ გააფრთხილა მემფისი, რომ კლუბში დარჩენის შემთხვევაში მთელი სეზონი არ თადარიგში ყოფნა მოუწევს.

გასულ სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე „ბარსას“ რიგებში 37 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლებელია ჩემზე ერთი დღე მაინც არ ილაპარაკოთ
„შეუძლებელია ჩემზე ერთი დღე მაინც არ ილაპარაკოთ" - რონალდუმ დუმილი დაარღვია