ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

„ბაიერნს ვურჩევ ანგარიში შეამოწმოს... მესიმ კარიერა ბარსაში უნდა დაასრულოს“

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჟიულ კუნდეს ტრანსფერის შემდეგ, პრესასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.

პასუხი ნაგელსმანს

„შევამჩნიე, რომ მათგან ზოგიერთმა უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა და ფაქტები დაამახინჯა. მართალია 1 წლის წინ კრიტიკულ სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ ჩვენ ვართ კლუბი 122 წლიანი ისტორიით და მნიშვნელოვანი აქტივებით. მათ არ იცოდნენ, თუ რა ძალა და მხარდაჭერა აქვს ბარსელონას.

რასაც ვითხოვ არის ის, რომ გადახედონ თავიანთ მიმდინარე ანგარიშს, მათ მნიშვნელოვანი თანხა მიიღეს ლევანდოვსკის ტრანსფერიდან. მე ყველას პატივს ვცემ და სხვების ეკონომიკურ საქმეებში არ ვერევი“.

პასუხი კრიტიკოსებს

„ჩვენი მოთხოვნები სხვებზე მაღალია. ჩვენ გვყავს 400 მილიონზე მეტი გულშემატკივარი, რომლებიც ჩვენგან სხვებზე მეტს ითხოვენ. ყველამ იცის თავისი საქმე. მე სხვის საქმეში არ ვერევი და სხვებიც ნუ ჩაერევიან იმაში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ყველაფერი მინდორზე გამოჩნდება, თუ ვინ იმუშავა უკეთ“.

კუნდეს ტრანსფერი

„ჩვენ ვქმნით დიდ გუნდს, როგორიც ჩვენს მწვრთნელს სურდა. ჩავი, ბარსა და ფეხბურთელები იმსახურებენ ამ ძალისხმევას, რათა იბრძოლონ ტიტულების მოსაპოვებლად“.

ასპილიკუეტა და ალონსო

„ნუ მაიძულებთ სახელების თქმას. ცხადია, რომ თითოეულ პოზიციაზე ორი მაღალი დონის მოთამაშე გვინდა. და შეძლებისდაგვარად კიდევ შესაძლოა რამდენიმე ტრანსფერი განვახორციელოთ“.

ფრენკი დე იონგი

„მას დარჩენა სურს და ჩვენ გვინდა, რომ ის დარჩეს. ეს არის ყველაზე მთავარი. ცხადია, რომ გვაქვს ახალი სახელფასო რეალობა და მას ყველა მოთამაშე უნდა მოერგოს. ჩვენ ვცდილობთ ამ ფეხბურთელებს გავაგებინოთ კლუბის რეალობა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის დარჩეს და ვიმედოვნებთ, რომ ფეხბურთელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დარჩეს".

მესი

„აშკარაა, რომ ლეოს ეპოქა ბარსაში ისე არ დასრულებულა, როგორც ჩვენ ყველას გვსურდა. ვგრძნობ თანაპასუხისმგებლობას ამ დასასრულისთვის. მე მჯერა, რომ ეს არის დროებითი დასასრული და ამ მისწრაფებას რეალობად ვაქცევთ. ჩვენ მასთან აშკარა მორალური ვალი გვაქვს და ვისურვებდი, რომ მისი კარიერის დასასრული ბარსას მაისურით იყოს და მას ყველა სფეროში აპლოდისმენტები დაუკრან“.

საუკეთესო შემადგენლობა ევროპაში

„ფეხბურთი არ იცდის. ჩვენი მოთხოვნები სხვა კლუბებთან შედარებით უფრო მაღალია. ისეთი განცდა მაქვს, რომ კარგად ვმუშაობთ. ჩავის ცოდნის წყალობით დიდ გუნდს ვაშენებთ. მესიჯი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით მსოფლიოს, ძალიან მკაფიოა: ჩვენ გავიღვიძეთ, დავბრუნდით და ვაპირებთ ვიბრძოლოთ ყველაფრისთვის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური პრესა: კვარა ყოველთვის გადამწყვეტი და სანახაობრივია
იტალიური პრესა: კვარა ყოველთვის გადამწყვეტი და სანახაობრივია