ჟიულ კუნდე
Aa
Aa

კუნდე: ჩავიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ტრანსფერში

ჟიულ კუნდემ „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, პრესასთან თავისი პირველი კომენტარი გააკეთა.

„ძალიან ვამაყობ ასეთ დიდ კლუბში გადასვლით. ვერ ვითმენ და მინდა, რომ რაც შეიძლება მალე ვითამაშო, ძალიან აღელვებული ვარ.

სევილია დიდი კლუბია, მაგრამ ბარსელონაში გადასვლა ჩემი კარიერის სხვა დონეზე გადასვლაა, განსაკუთრებით სპორტული კუთხით.

ჩავიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ტრანსფერში. მე მას რამდენჯერმე ვესაუბრე და მისი სიტყვებით ვიყავი შთაგონებული. ვფიქრობ, ჩვენ ორივენი მსგავსად ვუყურებთ ფეხბურთს.

მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მივიღო. მინდა გუნდს კარგად მოვერგო და წამყვანი როლი შევასრულო.

ყველაფრის მოგება მინდა. რა თქმა უნდა, გარკვეული მიზნები მაქვს, მაგრამ არაფერში არ მინდა შემოვიფარგლო. მსურს რაც შეიძლება სწრაფად განვვითარდე და ვისწავლო ახალი რამ, რადგან გადავდივარ დიდ კლუბში, სადაც დიდი ფეხბურთელები არიან, რომელთაგან ბევრმა ბევრი ტიტული მოიგო. მოვუსმენ მათ და ყველაფერს გავაკეთებ“,

- განაცხადა კუნდემ ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ.

„ბარსელონას“ კუნდეს ტრანსფერი 55 მილიონი ევრო დაუჯდება. 50 მილიონს „სევილია“ თავიდანვე მიიღებს, 5 მილიონს კი ბონუსების სახით. ფრანგი მცველის წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რომ შეეძლოს ლივერპულშიც წავიდოდა, მისთვის მთავარი ლიგაზე თამაშია
„რომ შეეძლოს ლივერპულშიც წავიდოდა, მისთვის მთავარი ლიგაზე თამაშია"