პსჟ, ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა: "მესისთან ვალში ვართ, ჩვენი ისტორია სხვანაირად უნდა დასრულდეს"

ჟოან ლაპორტა ლიონელ მესის „ბარსელონაში“ დაბრუნებას კვლავ განიხილავს. კატალონიური გრანდის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ეს გახლავთ. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ვარსკვლავმა „ბლაუგრანა“ 2021 წლის ზაფხულში დატოვა.

ლეოს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, თუმცა ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმადაც 35 წლის შემტევს საფრანგეთის დედაქალაქში დარჩენა კიდევ 1 წლით შეუძლია. მიუხედავად ამისა, ლე პარიზიენმა დაწერა, რომ მესი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს და მისი პრიორიტეტი მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრია.

ჟოან ლაპორტა გამოცემა ESPN-ს ესაუბრა:

„ბარსას ისტორიაში ლეო საუკეთესო ფეხბურთელია. მისი შედარება მხოლოდ იოჰან კრუიფთან შეიძლება. სამწუხაროდ, უნდა დამდგარიყო დღე, როცა ჩვენი თანამშრომლობა დასრულდებოდა. ჩვენ უდიდესი მემკვიდრეობა მივიღეთ. „ბარსელონა“ ნებისმიერ კლუბზე და ფეხბურთელზე მაღლა დგას.

არ მჯერა, რომ მესის და ბარსას ისტორია დასრულდა. ჩვენი პასუხისმგებლობაა დავრწმუნდეთ, რომ „ბარსელონას“ კარი მისთვის ყოველთვის ღიაა. ვფიქრობ, დადგება დრო, როცა ლიონელის და ბარსას ისტორია გაცილებით ლამაზად დასრულდება.“

შეუძლია ბარსას მესის დაბრუნება?

მოლაპარაკება ადვილი არ იქნება. ლეოს ამჟამად პსჟ-სთან საკმაოდ დიდი ვალდებულება აქვს და მას ასაკი ემატება, თუმცა ლაპორტა თვლის, რომ „ბარსელონა“ მასთან ვალშია და ყველაფერი უნდა გამოსწორდეს.

ლაპორტამ განაცხადა:

„ვგრძნობ, თუ არა, რომ მასთან ვალში ვარ? დიახ! მორალურად, როგორც კლუბის პრეზიდენტი ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი, მაგრამ, როგორც ასევე ბარსას პრეზიდენტი ვთვლი, რომ მასთან ვალში ვარ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის პირველი გოლი - მესიმ ფრონტეილის კარი აიღო
სეზონის პირველი გოლი - მესიმ ფრონტეილის კარი აიღო