რეალი, ბარსელონა
Aa
Aa

"თანაბარი მატჩი იყო" - ანჩელოტი ელ კლასიკოს წაგების შემდეგ

წინასასეზონო მზადება გახურდა. ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ ამხანაგურად დაუპირისპირდნენ. საკმაოდ მხიარული მატჩის შემდეგ, გამარჯვება ჩავი ერნანდესის გუნდს დარჩა. ერთადერთი გოლი ახალწვეულმა რაფინიამ მატჩის 27-ე წუთზე გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მადრიდელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ შეხვედრა შეაფასა და ფეხბურთელებზე ისაუბრა.

ანჩელოტი:

„საბოლოო ჯამში კარგი მატჩი გამოვიდა. შესანიშნავი ინტენსივობა გვქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ძირითად შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები ვათამაშე, რადგან მინდა, რომ ისინი გუნდს მალე მოერგონ. ვცდილობდი სათამაშო წუთები ყველას ჰქონოდა. ვფიქრობ, თანაბარი თამაში იყო.

ბურთის ამოტანის პრობლემა გვქონდა. გასაგებია, რომ, როცა მოდრიჩი კროოსი და კაზემირო გყავს ყველაფერი უფრო ადვილი ხდება, მაგრამ შანსი ახალგაზრდებმაც უნდა მიიღონ. დაცვაში კარგად ითამაშეს. უნდა აღინიშნოს, რომ მათ პირველად ითამაშეს ერთად.

რუდიგერი მარცხენა ფლანგზე მომეწონა. რა თქმა უნდა, მე გიჟი არ ვარ და ვიცი მისი ნამდვილი პოზიცია. ის ძალიან ინტელიგენტურია. მას კარგად შეუძლია მარცხნივ თამაში და ალაბასთვის პოზიციის გაცვლა.

ედენ აზარი ცრუ ცხრიანის პოზიციას უნდა მიეჩვიოს. ის არის მრავალფეროვანი მოთამაშე და ფორმის დასაბრუნებლად ბევრი სათამაშო დრო სჭირდება. შემადგენლობა საკმაოდ გადატვირთულია. ვფიქრობ, გასულ წელთან შედარებით გავძლიერდით. მოდით, ბორხა მაიორალს ვაცადოთ, მას დრო სჭირდება და აუცილებლად ითამაშებს.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკი: დიახ, მართალია პერესს რამდენჯერმე შევხვდი
ლევანდოვსკი: დიახ, მართალია პერესს რამდენჯერმე შევხვდი