კრიშტიანუ რონალდუ, პაულო დიბალა
Aa
Aa

მაისურების გაყიდვის პირველივე დღეს, რომში დიბალამ რონალდუს შედეგი გაიმეორა

„რომამ“ პაულო დიბალასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, კლუბის რეკორდი დაამყარა.

მაისურების გაყიდვის შედეგად, რომაელებს 1 დღეში ამხელა შემოსავალი არასდროს მიუღიათ.

Corriere dello Sport-ის ცნობით, პაულო დიბალას რომაულ კლუბში გადასვლის შემდეგ გულშემატკივრებმა გაყიდვის პირველ დღეს არგენტინელის რამდენიმე ათასი მაისური იყიდეს. ჩვეულებრივი მაისურის ფასი 110 ევროა, ელიტური ვერსია 130 ევრო.

წყარო წერს, რომ „რომამ“ „იუვენტუსის“ შედეგი გაიმეორა, რომელმაც გაყიდვის პირველ დღეს კრიშტიანუ რონალდუს დაახლოებით ამდენივე მაისური გაყიდა.

„რომას“ ყველა დროის ფეხბურთელის გაყიდული მაისურების რეკორდი ფრანჩესკო ტოტის ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ დიბალა, რომელმაც არჩევანი „ნაპოლისა“ და „რომას“ შორის გააკეთა, რომაელთა რიგებში 2025 წლამდე ითამაშებს. მისი წლიური ანაზღაურება 4.5 მილიონი ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპაში მისნაირი ფეხბურთელის პოვნა ძნელია
„ევროპაში მისნაირი ფეხბურთელის პოვნა ძნელია" - ნაპოლის ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე