ჟიულ კუნდე
Aa
Aa

კუნდესთვის ბრძოლა დასრულებულია - ჩელსიმ ბარსელონას აჯობა

„სევილიას“ უკანახაზელი, ჟიულ კუნდე კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს. ფრანგი მცველის სამომავლო გეგმებზე ბევრი იწერებოდა და მას „ბარსელონას“ უკავშირებდნენ, თუმცა ლონდონელებმა „ბლაუგრანას“ აჯობეს და ანდალუსიელებთან შეთანხმებას მიაღწიეს.

რამდენიმე ცნობილი ბრიტანული გამოცემის ცნობით, რომელთა შორის Telegraph-ი და Daily Mail-ი არიან, „ჩელსი“ 55 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის. „არისტოკრატებს“ კუნდესთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებული აქვთ და მასთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ.

Telegraph-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის მხოლოდ ფორმალური საკითხებიღაა მოსაგვარებელი და ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს დღეებში უნდა დადასტურდეს. კუნდეს დაკარგვის შემდეგ, „ბარსელონას“ ორი ვარიანტი აქვს. ერთი პაუ ტორესია, მეორე კი - ინიგო მარტინესი, თუმცა შესაძლოა, სეზარ ასპილიკუეტა დაიმატონ, რომელსაც კუნდეს ტრანსფერი „სტემფორდ ბრიჯის" დატოვებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ ორი საკვანძო მცველი, ანტონიო რუდიგერი და ანდრეას კრისტენსენი დაკარგა და ტომას ტუხელმა კვალიფიციური ცენტრალური უკანახაზელის გადაბირება ამის შემდეგ გადაწყვიტა. ამ რგოლის გაძლიერების შემდეგ, „არისტოკრატები“ შეტევაზე გადაერთვებიან და ცენტრალური თავდამსხმელის შეძენას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოემბრის ტესტმატჩები: საქართველო 3 საინტერესო შეხვედრას გამართავს
ნოემბრის ტესტმატჩები: საქართველო 3 საინტერესო შეხვედრას გამართავს