გია გეგუჩაძე
Aa
Aa

გეგუჩაძე: რთული მატჩი გველის, მაგრამ ყველაფერი ბათუმში გადაწყდება

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კონფერენს ლიგაზე პოლონური „ლეხის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„რთული თამაში გვექნება, საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდმა პირველ ეტაპზე მარცხი განვიცადეთ. ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში გველოდება.

ლეხი გამოცდილი და კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. გუნდურადაც კარგად გამოიყურებიან.

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მათთვის ჩემპიონატში განვლილი პერიოდი კარგი იყო. ალბათ მათაც სურთ რეაბილიტაცია. პლუს ამას დიდი სიცხეც გასათვალისწინებელია. რთული თამაში იქნება.

რომელ გუნდზე უფრო რთულად იმოქმედებს მაღალი სიცხე, ამას ხვალ ვნახავთ.

არ მგონია, რომ ხვალ საბოლოოდ მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ბედი გადაწყდეს. ალბათ ეს ორი მატჩის ჯამში მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 21 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბურთალო მატჩის წინ: სტიაუა ძლიერი გუნდია, მაგრამ არ გვეშინია
საბურთალო მატჩის წინ: სტიაუა ძლიერი გუნდია, მაგრამ არ გვეშინია