რომა, პაულო დიბალა
Aa
Aa

ოფიციალურად: დიბალა რომას ფეხბურთელია

28 წლის არგენტინელი ნახევარმცველი, პაულო დიბალა კარიერას „რომაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია რომაულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, პაულო დიბალა ანაზღაურების სახით წელიწადში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს, კონტრაქტი კი 2025 წლამდე გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელს კარიერის უდიდესი ნაწილი ტურინის „იუვენტუსში“ აქვს გატარებული. დიბალა „ბიანკონერის“ 2015 წელს შეუერთდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 210 მატჩში 85 გოლი გაიტანა. არგენტინელმა ფეხბურთელმა „იუვენტუსი“ გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვენტუსმა გაიმარჯვა - ბრემერი ალეგრის გუნდში გადავა
იუვენტუსმა გაიმარჯვა - ბრემერი ალეგრის გუნდში გადავა