ბაიერნი
Aa
Aa

ოფიციალურად - დე ლიხტი ბაიერნის ფეხბურთელია

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი მატიას დე ლიხტის მომავალი იყო. ნიდერლანდელ ნახევარმცველს ჯერ „ჩელსის“, ხოლო შემდეგ „ბაიერნს“ უკავშირებდნენ.

დღეს კი ცნობილი გახდა, მატიასი „რეკორდმაისტერის“ ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაცია მიუნხენური გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

ცნობილი გახდა, რომ დე ლიხტმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო მისი ტრანსფერი „ბაიერნს“ 70 მილიონი ევრო დაუჯდა.

ჰერბერტ ჰაინერი:

„დე ლიხტი არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ დიდი ხანია გვსურდა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დაგვეხმარება. მატიასი „ბაიერნის“ მთავარი დასაყრდენი უნდა გახდეს. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ“

- განაცხადა გუნდის პრეზიდენტმა

დე ლიხტი „იუვენტუსში“

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი ტურინის „იუვენტუსს“ 2019 წელს ამსტერდამის „აიაქსიდან“ შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, დე ლიხტმა „ბებერ ქალბატონის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 117-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა დაცვაზე მუშაობის დროა“ - ლაპორტა ლევანდოვსკის ტრანსფერის შემდეგ
„ახლა დაცვაზე მუშაობის დროა“ - ლაპორტა ლევანდოვსკის ტრანსფერის შემდეგ