ბარსელონა, რენი, მარტინ ბრაითვაიტი, სამუელ უმტიტი
Aa
Aa

უმტიტი რენს უახლოვდება, ბრაითვაიტით პრემიერ ლიგის გუნდები ინტერესდებიან

მას შემდეგ, რაც „ბარსელონამ“ კესი და კრისტენსენი წარადგინა საკუთარი ფეხბურთელების გაშვებაზე უფრო აქტიურად დაიწყო მუშაობა. საუბარი სამუელ უმტიტიზე და მარტინ ბრაითვაიტზეა.

SPORT-ის ინფორმაციით, ფრანგი ცენტრალური მცველი „რენში“ გადასვლასთან ახლოს არის. ჯერჯერობით ტრანსფერის დეტალები ცნობილი არ არის. შეგახსენებთ, რომ უმტიტის „ბლაუგრანასთან“ ხელშეკრულება 2026 წელს ეწურება.

რაც შეეხება ბრაითვაიტს, აქ უფრო რთული სიტუაციაა. აღნიშნული წყაროს ცნობით, დანიელი თავდამსხმელით პრემიერ ლიგის ორი კლუბი ინტერესდება, თუმცა მათი სახელები ცნობილი არ არის. ვიგებთ, რომ ბარსა მარტინის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ბარსა მარტინის გარემოცვას გაესაუბრა. დიალოგის შინაარსი კი ასეთი იყო: თუ ბრაითვაიტი იმ მიდგომას არ შეცვლის, რომლის მიხედვითაც მას კლუბის დატოვება არ სურს, ასეთ შემთხვევაში „ბარსელონა“ უმკაცრეს ზომებს მიმართავს. „ბლაუგრანას“ სურს, რომ დანიელი თავდამსხმელი გუნდიდან თავის ნებით წავიდეს.

ასევე გეტყვით, ჩავი ერნანდესმა დანიელი თავდამსხმელი წინასასეზონო მომზადების გეგმაში არ შეიყვანა და მის გარეშე გაემგზავრებიან სხვადასხვა ქვეყნებში.

ბრაითვაიტი ბარსაში

30 წლის შემტევი კატალონიურ გრანდს 2020 წელს „ლეგანესიდან“ შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, ბრაითვაიტმა „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 57-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თანახმაა - ბერნარდუ სილვას ბარსელონაში სურს თამაში
თანახმაა - ბერნარდუ სილვას ბარსელონაში სურს თამაში