სადიო მანე
Aa
Aa

მანეს ტრანსფერს ყველა ცნობილი წყარო ადასტურებს - ბაიერნი გაძლიერდა

სადიო მანეს სატრანსფერო საგა დასრულებულია. „ლივერპულმა“ და „ბაიერნმა“ შეთანხმებას მიაღწიეს და სენეგალელი ფეხბურთელი კარიერას „რეკორდმაისტერის“ რიგებში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ისეთი გავლენიანი ჟურნალისტები ადასტურებენ, როგორებიც ფაბრიციო რომანო, ჯანლუკა დი მარციო, დევიდ ორნშტაინი და ფლორიან პლეტენბერგი არიან.

ორნშტაინის ცნობით, მერსისაიდელებმა მიღებულ პირობებზე თანხმობა განაცხადეს და „ბაიერნთან“ პირადი კონტრაქტი მანემაც შეათანხმა. გერმანული გრანდი გარიგებას დღეს გამოაცხადებს და უახლოეს საათებში, „რეკორდმაისტერისგან“ ოფიციალურ განცხადებას უნდა ველოდოთ.

როგორც ირკვევა, მანე კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მიუნხენურ კლუბს საკუთარ მომავალს 2025 წლის ივნისამდე დაუკავშირებს. სენეგალელი სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის და მის ოფიციალურ წარდგენას ივლისის საწყის რიცხვებში უნდა ველოდოთ. მანეს გადასვლა „ბაიერნშიც" დაადასტურეს და ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, რომ ტრანსფერი აუცილებლად განხორციელდება.

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა კლუბის ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ჩემს მუსიკას მოუსმენს და ჩემს ცეკვას იცეკვებს'' - ქუთათელაძე ისმაგულოვზე
''ჩემს მუსიკას მოუსმენს და ჩემს ცეკვას იცეკვებს'' - ქუთათელაძე ისმაგულოვზე