კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

La Repubblica: რონალდუ შესაძლოა წავიდეს, ტენ ჰაგის სქემაში არ ჯდება

იტალიური La Repubblica-ს ცნობით, კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვოს. მისი გადაბირებით „რომა“ ინტერესდება.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი არ ჯდება იმ სათამაშო სისტემაში, რომლის დანერგვასაც „იუნაიტედში“ ერიკ ტენ ჰაგი გეგმავს.

იმის გათვალისწინებით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებს, თავდამსხმელის აგენტი ჟორხე მენდეში კლიენტისთვის ახალი კლუბის ძიებით არის დაკავებული.

37 წლის ფორვარდით „რომა“ ინტერესდება. ჟოზე მოურინიოს ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, კლუბში მიაჩნიათ, რომ რონალდუს ტრანსფერი დიდად დაეხმარება „რომას“ ბრენდის განვითარებას და მის ხილვადობას.

რონალდუსთვის მნიშვნელოვანი როლი იტალიის საგადასახადო რეჟიმმა შეიძლება შეასრულოს - ის ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. მენდეშს აქვს ძლიერი კავშირები „რომასთან“, მან მიიყვანა კლუბში ჟოზე მოურინიო, რუი პატრისიო და სერხიო ოლივეირა. „რომას“ სპორტულ მენეჯმენტს ხელმძღვანელობს ტიაგო პინტო, რომელთანაც მენდეშს კარგი ურთიერთობა აქვს.

თუმცა, რონალდუს „რომაში“ შესაძლო ტრანსფერის დაბრკოლებები არსებობს. ჯერ ერთი, რომაელები ვერ გადაუხდიან მას წელიწადში 23 მილიონ ევროს, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ იღებს. „რომას“ უკვე აქვს ფინანსური ფეარ-პლეის პრობლემები. მეორეც, „რომა“ ისევე როგორც „მანჩესტერ იუნაიტედი“, მომავალ სეზონში ევროპის ლიგაზე ითამაშებს. ეს ტურნირი რონალდუს არ იზიდავს.

პორტუგალიელის კარიერის გაგრძელების კიდევ ერთი ვარიანტი ლისაბონის „სპორტინგში“ დაბრუნებაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილმა აპოელ-ი დატოვა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილმა აპოელ-ი დატოვა