თემურ ქეცბაია, ანორთოსისი
Aa
Aa

ვითარება იცვლება? - შესაძლოა, ქეცბაია ანორთოსისში დარჩეს

კვიპროსული მედიის ცნობით, ''ანორთოსისის'' მთავარი აქციონერი ხრისტოს პულაიდისი მაქსიმალურად ეცდება თემურ ქეცბაიას კლუბში დარჩენას. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სპეციალისტის კლუბის დატოვების შესახებ არაერთი კვიპროსული წყარო იუწყებოდა, ამ მომენტისთვის ვითარების შეცვლის საფუძველი გაჩნდა.

ქეცბაიას ''ანორთოსისთან'' კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, თუმცა გასული სეზონის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელებმა, რომლებიც სპორტულ მხარეზე არიან პასუხისმგებელნი, ქეცბაიას ასისტენტების შეცვლა მოითხოვეს. მოლაპარაკების მიხედვით, მათი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის ქეცბაიას ასისტენტები უნდა შეეცვალა, თუმცა მან ამ ნაბიჯის გადადგმაზე უარი განაცხადა. მხარეებმა უკან არ დაიხიეს, პრინციპული პოზიცია შეინარჩუნეს, რის შემდეგაც მოლაპარაკებაში კლუბის მთავარი აქციონერი ხრისტოს პულაიდისი ჩაერთო.

თუ ''ანორთოსისი'' ქეცბაიას გაუშვებს, ქართველი სპეციალისტი კომპენსაციის სახით 270 000 ევროს მიიღებს, რაც მისი წლიური ხელფასია კვიპროსულ კლუბში.

თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ''ანორთოსისის'' ბოლო სამი წლის მიღწევები ასეთია: კვიპროსის ვიცე-ჩემპიონი (2019-20), კვიპროსის თასი (2021-22), კვიპროსი სუპერთასი (2021-22). გარდა ამისა, 2021-22 წლების სეზონში ''ანორთოსისმა'' კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

2019 წლიდან მოყოლებული თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ''ანორთოსისმა'' 119 მატჩი ჩაატარა: 56 გამარჯვება, 31 ფრე, 32 მარცხი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრანსფერი პოლონეთში არ შედგა - ვოლკოვი საბაჰში ითამაშებს
ტრანსფერი პოლონეთში არ შედგა - ვოლკოვი საბაჰში ითამაშებს